Sep 15, 2010

0 10 ყველაზე ძვირადღირებული დომენი

ალბათ ყველამ ვიცით რომ დომენის სახელის გაყიდვით კარგი ფულის შოვნა შეიძლება მაგრამ ალბათ ვერც კი წარმოიდგენთ კონკრეტულად რამდენის... ქვემოთ ნახავთ 10 დომენის სახელს რომლებიც ყველაზე ძვირად გაიყიდა. მაშ ასე:

#1. Sex.com –ეს დომენი $14 მილიონად გაიყიდა მაგრამ როცა ამ საიტს გახსნიტ ის სხვა სახელზე გადაგამისამართებთ...

#2.Fund.com – 2008 წელს $9,999,950 –ად გაიყიდა.

#3.Porn.com - ასეტი სახელების სიაში ყოფნას ალბათ არვინ ელოდა მაგრამ... ეს სახელი 2007 წელს $9,500,000–ად გაიყიდა!

#4.Business.com- ეს საიტი გამოიყენება როგორც ბიზნესისა და სარეკლამო პროგრამების საძიებო სისტემა,ის 1999 წელს $7,500,000–ად გაიყიდა.

#5.Diamonds.com- თუ გავითვალისწინებტ რომ ბრილიანტი მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა საუკეთესო მეგობრის სახელით სარგებლობს მაშინ ეს ფასი ალბათ მისაღებია,ისიც Business.com-ის მსგავსად $7,500,000 ღირს.

#6. Beer.com-ამ სახელს ალბათ აქ არავინ ელოდა მაგრამ... როგორც ჩანს ლუდი ყველას უყვარს,ეს სახელი $7,000,000 ღირს.

#7.AsSeenOnTV.com-200 წელს $5,100,000 ად გაიყიდა.

#8.Korea.com - $5.000.000 დაჯდა და სიაში ის ერთადერთი დომენია ქვეყნის სახელით.

#9.Casino.com- გასაკვირია რომ ეს სახელი მხოლოდ მეცხრე ადგილს იკავებს,მისი ფასი $5,500,000–ია.

#10.Seo.com- “SEO” –ალბათ ყველაზე პოპულარული საძიებო ტერმინია,მისი ფასი $5,000,000–ია.

დომენების ატეულს მოსდევს ისეთი  სახელები როგორიცაა:FreePorn.com,Software.com,Pizza.com,England.com და ა.შ.
P.S.  “Airtel”  და “Vodafone”–ორი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო მომსახურებათა მწარმოებელი კომპანიაა, ვოდაფონმა შეიძინა დომენი: Airtel.com და როდესაც ამ დომენზე შეხვალ ის ავტომატურად ვოდაფონის საიტზე გადაგამისამართებთJ)
Read More...

Download This Template