ლიტერატურა

მას შემდეგ რაც ჩემმა მეორე სიყვარულმა მიმატოვა,თან სრულიად დაუმსახურებლად და უმიზეზოდ... ცხოვრებაზე დავფიქრდი და გადავწყვიტე მასთან მიდგომა შემეცვალა. განშორების პირველი დღე ცრემლებში დავახრჩე,მეორე –  სასმელში,მესამე ორივეში ერთად და როცა მივხვდი რომ უფსკრულისკენ მივექანებოდი,ვიფიქრე – სასო წარმეკვეთა,ასო ხომ არათქო და გადავწყვიტე ხელიდან არც ერთი გოგო არ გამეშვა,იმწუთშივე შევუდექი ბარგის ჩალაგებას,ავიღე დანაზოგი,ბილეთი ვიყიდე და თბილისს დავემშვიდობე, ერთ საათში უკვე სამარშრუტო ტაქსში ვიჯექი რომელიც ერთ მშვიდ,მაგრამ დამსვენებლებით გაძეძგილ დაბაში მიმაქანებდა...
სამარშრუტო ტაქსშივე დავიწყე  პირველი “მსხვერპლის” შერჩევა,ვიჯექი და გარშემომყოფებს ვათვალიერებდი მაგრამ,ჩემი ”ნუგეში” არსად ჩანდა,ლამაზი გოგონების ნაცვლად ლოთების მთელი არმია შემხვდა,აქედან ორი ჩემს მეზობლად იჯდა,ერთს ეძინა და პირიდან სპირტის არომატს აფრქვევდა,მეორე კი მომიბრუნდა და ცხოვრებაზე ლექციას მიკითხავდა : “ცხოვრება ნეხვია შვილო... თუ მასში სუფთად გავლა არ შეგიძლია,ის მაინც ეცადე არ ჩაიძიროო...” ფილოსოფოსისგან თავის დასაღწევად სხვა სავარძელზე გადავჯექი,იქ მეზობლად მოხუცი კაცი იჯდა,წინ გალია ედგა,შიგ გამომწყვდეული 2 ქათმით ,არც იმან დამაყენა საშველი,ყველაფერზე ვილაპარაკეთ:სტალინზე,ლენინზე,სსრკ–ზე,შევარდნაძეზე და მთავრობაზე,განათლებაზე და “დღევანდელი თაობის უვარგისობაზეც’ კი,ბოლოს ლაპარაკისგან დაღლილმა “ქათმოსანმა” თავის ქათმებს დაუწყო ყურება–ორი “პატიმარი” უსაქმურობისგან საკუთარ სკორეს ქექავდა,არიქა,რამე ხომ არ გავყვაო...
ერთი სიტყვით ამ მტანჯველ მგზავრობასაც გამოუჩნდა ბოლო,და დანიშნულების ადგილსაც მივაღწიე... ჯერ მეზობელთან მივედი გასაღები წამოვიღე და სახლამდეც მივაღწიე,ქვაფენილიანი ეზო სულმოუთქმელად გავიარე და კარი გავაღე... დახუთულმა ჰაერმა სული შემიხუთა,ფანჯრები გავხსენი და ტელევიზორს მივუჯექი,ყველა არხზე სერიალი,სერიალი,სერიალი... რათქმა უნდა ჩემი გული ამდენ “რიკარდო მიყვარხარ”–სა და “ანხელიტა არ მიმატოვოს”–ვერ გაუძლებდა ამიტომ ტელევიზორი ცივად გამოვრთე და ჩემს ოთახს მივაშურე,გავხსენი ლეპტოპის ჩანთა და ჩემი პატარა მეგობარი ჩავრთე,მუსიკის ფოზე დავიწყე ოთახის ლაგება,რამდენიმე ობობას თბილი კერა დავუნგრიე,მტრის ორ მეტრიანი საფარი ავშალე,დავგავე,მივბერტყ–მოვბერტყე და მაღაზიისკენ მიმავალ გზას დავადექი,იქიდან დაბრუნებული ისევ მივუჯექი ტელევიზორს,მაგრამ ამჯერად ლუდისა და სიგარეტის საზოგადოებაში,ერთ–ერთ არხზე გადავრთე და... “სექსი დიდ ქალაქში”... “აი,ამას კი ნამდვილად ვუყურებ!” – წამოვიძახე გახარებულმა და დავეწაფე “ვნებიან სერიალს”... ვითომ რა არის განსაკუთრებული სერიალის ყურებასა და ლუდის სმაში... არაფერი,ამის კეტება ძალიან მარტივია და თითქოს უმნიშვნელოც მაგრამ,ამ ერთი თვის განმავლობაში ეს პირველი იყო რამაც სიმშვიდისა და ბედნიერების შეგრძნება მომანიჭა,იქნებ ისევე როგორც გენიალობა,ბედნიერებაც სიმარტივეშია და ამას აქამდე ვერ ვხვდებოდით,თუ თვალს გადავავლებთ,ვნახავთ რომ,გენიოსთა მინიმუმ 95% უბედური,დეპრესიული მელანქოლიკი იყო,ნეტა რატომ?! ყველაზე ხშირად თავს ბედნიერად სულელი და გაუნათლებელი ადამიანები გრძნობენ?! ალბათ ესეა,რადგან მათ არასდროს ან ძალიან იშვიათად აწუხებთ ფიქრი სამყაროზე,ამაღლებულ გრძნობებსა და იდეალებზე,მათ არ უნდათ და არც სჭირდებათ “დინების საწინააღმდეგოდ ცურვა”,მათთვის მთავარი ოჯახის შექმნა,შვილები,მათი “განათლება” (ანუ– ის სიფრიფანა ფურცელი რომელსაც დიპლომს ეძახიან...) და კარგი ხელფასია,მთავარი ან მთავარი თუ არა ერთ–ერთი საყვერელი გასართობი კი სერიალები და მათი გმირების ცხოვრებით ცხოვრება,მაგრმ ესეც არაფერი,მთავარია ოჯახი იყოს ბედნიერი,კარგი ოჯახი ხომ კარგი სახელმწიფოს საწინდარია,როგორც ერთი “ფიქრის მოყვარული” იტყოდა,რომელი არ მახსოვს... თითქოს მომბეზრდა ამ თემაზე ფიქრი მაგრამ მაინც “ჩავუღრმავდი” და ბოლომდე ჩავყევი,ჩემს თავს ვკითხე რა იყო ჩემთვის ბედნიერება,მაგრამ პასუხი ვერ მივიღე,ალბათ იმიტომ რომ არ დავუფიქრდი რადგან ვიცოდი რომ ჩემი მე ამომძახებდა... ან ჩამომძახებდა,რა ვიცი... – “ის არის შენი ბედნიერება ვინც სამი ღის წინ მიგატოვაო”,ამიტომ “გზა გავნაგრძე” და წარმოვიდგინე ვითომ ჩემს ძმას ვკითხე იგივე და დარწმუნებული ვიყავი პასუხად “მაგარ მანქანას” კერძოდ კი “ბენტლის” მივიღებდი,ჩემი დისგან ჰარვარდში სწავლას,დედაჩემისგან ჩვენს “გზაზე დაყენებას”,ზოგისგან ბევრ ფულს მაგრამ არიან ადამიანები რომლებიც “შორს” არ მიდიან,აი მაგალითად ის კაცი,გაჩერებაზე რომ სძინავს ბედნიერებისთვის ერთ ოთახსაც იკმარებდა,მისი პატარა შვილი კი ერთ ნაჭერ პურს,ჩემი მეზობელი იაშა კი თავს მაშინ იგრძნობს ბედნიერად როცა თავის ომში დაკარგულ ფეხს ინპლანტანტით ჩაანაცვლებს,მაგრამ ვერა და ვერ დააყენა საშველი ამ “ხის ფეხის” საყიდ ფულს და რა ვქნათ,ნეტა იმ ფეხის გამოტანა გნვადებით არ შეიძლება?!.... უკვე გვიანია,ჩემს თავს ესეთი დასკვანა გამოვატანინე–”რაც მეტი გაქვს მით მეტი გინდათქო” და დასაძინებლად გავუძახე.
ფიქროსოფიური ღამის შემდეგ მშვენივრად მეძინა,ოღონც ეგაა,გაღვიძებისას თავი მისკდებოდა,წამალი ჩავყლაპე და შხაპის შემდეგ ბიბლიოთეკისკენ მიმავალ გზას დავადექი,ვიფიქრე რამე წიგნს გამოვიტან სერიალების ყურებაში მკერდი არ გამეზარდოს და ქალად არ გადავიქცეთქო... მივაბოტებ ბიბლიოთეკაში,თან მცხელა,თან მეზარება მაგრამ უკან მაინც არ დავიხიე...
–გამარჯობათ,
–გამარჯობა შვილო... მომესალმა და თან კარგად ჩამათვალიერა ბიბლიოთეკარმა ბებომ,ნეტა ეს გადამთიელი ვინ არისოო...
–რეგისტრაციის გავლა მინდა,შეიძლება?
–კი ბატონო... “ნება დამრთო” ქალბატონმა და სიძველის სუნით გაჟღენთილი საბჭოთა დროის ბლანკი მომაწოდა.შევავსე ბლანკი და უკან დავუბრუნე,ბლანკის სანაცვლოდ კიდევ ერთი კითხვა “მიბოძა”  დაბრძანდებით და აქ წაიკითხავთ რამეს თუ შინ წაიღებთო? არ ვიცი რამ გამიჩინა ეს სურვილი მაგრამ დარჩენა გადავწყვიტე და კატალოგის თვალიერება დავიწყე,თავბრუ დამახვია ავტორთა სიმრავლემ,ისიც არ ვიცოდი რისი წაკითხვა მინდოდა,ქართველის თუ უცხოელის,ან რა ჟანრის... ბოლოს ავდექი და თვალები დავხუჭე,ტითი კატალოგში ვდრუზე და მის ვეშ მოხვედრილი ავტორი ავირჩიე... სვიფტი ჯონათან,”გულივერის მოგზაურობა”,ჯანდაბა...  მაგრამ აღარ გადავთქვი და წიგნის გამოსატანად მივედი,ბიბლიოთეკარმა სათვალის ზემოდან შემომხედა,არაფერი უთქვამს მაგრამ ისე შემრცხვა... ავიღე წიგნი და სამკითხველო დარბაზში შევაბიჯე,ოთხი მაგიდა იდგა,ყველა დაკავებული,ჯერ არსად მინახავს ამდენი კითხვას მოწყურებული მოხუცი...ამდენი რა... რვა მოხუცი,არა... ჩემს წინ ერთი ახალგაზრდა სუბიექტი შევნიშნე და რათქმა უნდა მის წინ დავჯექი,მან ჯერ წიგნს დახედა,მერე მე შემომხედა და გაეღიმა
–გულივერი?!
–დიახ გულივერი და ეს სასაცილო სულაც არ არის,მართალია საბავშვო წიგნია მაგრამ ამ ნაწარმოებში ალეგორიისა და ფანტაზიის მიღმა ღრმა ფილოსოფიური შეხედულებები და ზოგადსაკაცობრიო იდეალებია წარმოდგენილი,ერთი სიტყვით ვცადე ჩემი ასაკთან შეუფერებელი არჩევანის გამართლება... გაეცინა და წიგნი ჩემსკენ გამოსწია,იდაყვი მაგიდას დააყრდნო,ნიკაპი ხელზე ჩამოდო და მშვიდი ტონით დაიწყო
–მე ბალეტრისტიკა უფო მომწონს,ამ ბოლო დროს ქალი რომანისტების კითხვა დავიწყე,ბრონტეებს მოვრჩი ეხლა “მიდლმარჩ”–ს ვკითხულობ...
–ჯორჯ ელიოტი?!
–სწორია...
–გოგნებს ჯეინ ოსტინი უფრო მოსწონთ,
–მართალი ხარ,მეც მიყვარს ოსტინი,მისი ნაწარმოებები ყველას უნდა ჰქონდეს წაკითხული,განსაკუთრებით ქალებს!მგონი უწიგნური არ უნდა იყო...–მითხრა გოგონამ,მეც იგივე ვფიქრობდი მასზე,არა და... ამ შეხვედრამდე ჩემთვის ქერა და სულელი სინონიმები იყო...
–გმადლობთ,მაგრამ არც ისეთი ნაკითხი და განათლებული ვარ სამწუხაროდ,თავი დავიზღვიე და დიალოგი გავუგრძელე
–მე გამსახურდია მომწონს ქართველი მწერლებიდან და საერთოდ გამსახურდია ჩემი საყვარელი მწერალია...ნამდვილი გენიოსი!
–მართალი ხარ მაგრამ,მე მგონი შენი გამსახურდია ქალის ფსიქოლოგიაში ვერ უნდა ერკვეოდეს კარგად...–უკვე მეორედ დამიწუნა არჩევანი გოგონამ,ნერვები მომეშალა მაგრამ არ შევიმჩნიე,
–რატომ?!
–აი მაგალითად,ერთ–ერთ ეპიზოდში,წყველები ერთმანეთს ემშვიდობებიან–”დიდოსტატის მარჯვენას” ვგულისხმობ,ზუსტად არ მახსოვს და ვერ “დაგიკოპირებ” მაგრამ,ერთ ეპიზოდში სამი ლუდის სუნით აქოთებული დაუბანელი კაცი,მდინარის პირას,სადღაც ბუჩქებში სამ ქალს “ეუფლება” და ამის შემდეგ საბრძოლველად მიდიან,რის შემდეგაც ქალის ემოციური განწყობა დადებითად და “ბედნიერად” არის განწყობილი,ეს ნორმალურია? შეიძლება ქალი ბედნიერი იყოს როცა საყვარელი ადამიანი ან თუნდაც საყვარელი საბრძოლველად მიდის და შენ ბედნიერი ხარ?თუ იმიტომ იყვნენ ბედნიერები რომ ვნება დაიკმაყოფილ...
–კარგი,კარგი... რა სიმკაცრეა,ზოგიერთი ქალის შემთხვევაში ეგ მართლაც ეგრე იქნებოდა...
–სიმართლე გითხრა არ ვიცი...
–კარგი,მოეშვი გამსახურდიას და ამ ქალებს, შენ რომელი მწერალი მოგწონს?!
–არ ვიცი,ძალიან ბევრი მაგრამ კონკრეტულად და გამორჩეული არ მახსენდება – მიპასუხა და თვალით კედლისკენ მიმანიშნა,
–მხატვრობაში ერკვევი?  მივიხედე და ცალყურა მხატვრის “მზესუმზირები” დავინახე კედელზე,”სკოჩით” გაკრულ,ფერმიხდილ ამ მზესუმზირებს მზისთვის ნამზერის აღარაფერი ეტყობოდათ და სულ მთლად გადახეხილიყვნენ...
–მხატვრობაში ცუდად ვერკვევი მაგრამ,ის კი ვიცი რომ ეს ვან გოგია,ვთქვი და გავიღიმე...
–მართალი ხარ,ვან გოგია... მე ჯოტო მომწონს...
–მე სალვადორ დალი,”მეხსიერების მუდმივობა” გენიალურია და საერთოდ გენიოსი იყო,ვერ შემედავები!–მტკიცედ ვუთხარი გოგონას და გავუღიმე...
–არც შეგედავები,ეგ ტილო მეც მომწონს...  
–მოდი გარეთ გავიდეთ...
–კარგი –დამეთანხმა გოგონა,თავის გრძელი ნათალი თითებით წიგნი დაკეცა,გულივერი უკან დავაბრუნეთ და ეზოში გამოვედით,საღამომდე ვიჯექით და ვლაპარაკობდით “უნივერსალურ” თემებზე,ხან მწერლებზე,ხან მხატვრებზე და არანაირი პირადული კითხვები...
გოგონა ლამაზი იყო,სწორი ქერა თმა მხრებზე ჰქონდა ჩამოყრილი,სლავური გარეგნობა ჰქონდა,წითელი ფუმფულა ტუჩები,ეშმაკური ღიმილი და გამიხედვა ჰქონდა და ულამაზესი ცისფერი თვალები,შკარად “ორიგინალ” სურნელს აფრქვევდა,ნაზი და მშვიდი საუბრის მანერა ჩემს ყურადღებას ნელ–ნელა ატყვევბდა,ლამაზი,სექსუალური და თან ჭკვიანი...
უკვე ბნელდებოდა,ცაზე ვარსკვლავები გამოიკვეთა,მდინარის ხმაური,ჭრიჭინების ხმა და მშვიდი საღამო... გზაზე მარტო ორნი ვიყავით...
–დიდი ხანია აქ ისვენებ?
–არა,გუშინ ჩამოვედი.
–სად ცხოვრობ?
–აქედან თხუთმეტი წუთის სავლზა,გზის პირას.
–აქ მარტო ხარ?
–სამწუხაროდ კი,შეყვარებულთან ერთად უნდა წამოვსულიყავი ერთ თვეში მაგრმა დავშორდით და “ვიზიტი” დავაჩქარე,მინდოდა იქაურობას გავცლოდი...
–რატომ დაშორდი?
–ის დამშორდა...
–ცუდი ბიჭი...
–არაააა,სულაც არა1ჩემი ბრალი არ იყო,ანუ ამ შემთხვევაში გოგოა ცუდი!
–მიზეზი?!
–უბრალოდ გამომიცხადა სხვა მიყვარს და გაქრი ჩემი ცხოვრებიდან,ხელს მიშლიო,ასე რომ,მეც ავდექი და “გავქრი”!
–იშვიათი შემთხვევაა...
–რას ვიზავთ,მე სულ არ მიმართლებს...
–იქნებ დღეს გაგიმართლოს... მითხრა და თვალებში ეშმაკურად შემომხედა, ფეხებში ძალა გამომეცალა... ამასობაში სახლსაც მივუახლოვდით,რა თქმა უნდა ჩემი მეგზური შევიპატიჟე, გოგონა სახლში შევიდა და ვერც მოვასწარი მეთქვა – “თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში”–თქო რომ უკვე “თავისით იგრძნო” და ოთახების თვალიერება დაიწყო,მერე ტელევიზორთან ჩამოჯდა,სიგარეტს მოუკიდა,მეც შევუერთდი,არ მახსოვს როგორ ჩაიწვა სიგარეტი ან ის გოგონა ჩემს მკლავებში როგორ აღმოჩნდა მაგრამ ჩემს მეხსიერებას არც ვუწყრები,ამ გოგონამ გონება დამიბინდა,უკვე აღარც ხელოვნება მახსოვდა,აღარც მხატვრები და ფერთა გამა,მხოლოდ მისი ვნებისაგან გათანგული ცისფერი თვალები და ცხელი ტუჩები მახსოვდა,ჩემს სხეულზე მოკრული მისი სავსე მკერდი უარესად მაგიჟებდა,ახლა მხოლოდ ეს გოგონა არსებობდა ჩემთვის,ის იყო ჩემი სამყარო და ერთადერთი სურვილი,მე მას ბოლომდე ვგრძნობდი ყველა უჯრედით,ყველა უჯრედში...
გათენდა... ასეტი ღამე ჯერ არ მახსოვს,ჩემს მკლავზე სრულიად უცხო ადამიანს ეძინა,ისე მშვიდად და უდრტვინველად... მის სუნთქვას ვგრძნობდი,ვუყურებდი და თან ვხვდებოდი რომ ყველაფერი რაც გულს მიღრღნიდა უბრალოდ გაქრა და აღარ მაწვალებდა,შვებით ამოვისუნთქე,სახე მის თმებში ჩავდე და მისი სურნელი ღრმად შევისუნთქე – შვების სურნელი...
–დილა მშვიდობის,
–კარგად გეძინა?
–კი,მკვდარივით... მხარი არ დაგიბუჟდა?იკითხა და წამოიწია,თვალებში ჩამხედა და გაიღიმა,
–არა,კიდევ დიდხანს შემიძლია გავუძლო ჩემს მკლავზე მძინარე მშვენიერება!– გავიღიმე,
–მაინც რამდენ ხანს?
–ათას ერთი ღამე ან ორიათას ერთი ან... ყოველ
ღამე,ეგ “მშვენიერების” სურვილზეა დამოკიდებული...
–და... თუ მშვენიერებას არ უნდა?!
–ვაი...
–იცი რა მაინტერესებს?! ესე მალე დაგავიწყდა ის ადამიანი?
–არ დამვიწყებია,უბრალოდ ძნელია არ გაბრაზდე ადამიანზე და მისი სხვისით ჩანაცვლება არ სცადო,როცა უზომოდ გიყვარს და მზად ხარ ყველაფერი გაიღო მისთვის და შესწირო ველა და ყველაფერი,ამ დროს კი ის მოდის და გეუბნება:”სხვასთან ვწევარ და ეს ძალიან მომწონს,შენ კი უბრალოდ წარსული ხარ,ხელს მიშლი და გთხოვ გაქრი ჩემი ცხოვრებიდან და ნუ შემაწუხებ”... შენ რას იზავდი რას იზავდი?
–არაფერს...
–თქმა ადვილია...
–იცი რა?! წარმოიდგინე რომ ცხოვრება წიგნია და ეცადე ეს “წიგნი”
მყარად გეჭიროს და მას ბოლომდე ფლობდე,ის ბოლომდე შენ უნდა გეკუთვნოდეს,უნდა წყვეტდე რა და ვინ “ჩაწერო” მასში და რა ან ვინ ამოშალო!იცი... არის ცხოვრებაში ისეთი რაღაცეები რასაც წიგნში ერთ გვერდზე მეტი არ უნდა დაუთმო,ამიტომ თავს ნუ გაიწვალებ ფიქრებით,იმ გოგოს გვერდი უკვე შეივსო და დროა გადაშალო... თქვა და ისევ დაწვა,სიჩუმე ჩამოვარდა...
–გადავშლი!!!–ვთქვი ისეთი ტონით რომ ეჭვიც აღარ მეპარებოდა რომ ამას მართლა გავაკეთებდი...
–რამხელა შემართებაა...
–ხო... თან იმედიც!იცი... სიამოვნებით გადავშლი ამ გვერდს,იმ იმედიტ რომ შემდეგ გვერდზე შენ დამხვდები1 დამხვდებ?!
–დაგხხვდები,მითხრა გოგონამ და თვალები შემომანათა,თვალებში ჩავხედე და გამეღიმა...
–რა გაცინებს?
–ლამაზი თვალები გაქვს,თითქოს ცა მოიპარე და წამეამებში გამოამწყვდიე... – გაეღიმა და არაფერი უთქვამს....
–იცი ეხლა რა ვქნათ?!
–?!
–ჩემი ყოფილის გვერდი ხომ უნდა გადავშალოთ,ამიტომ შემდეგ გვერდზე გადავწვეთ... გოგონას გაეცინა:
– არა ნორმალური ხარო დამაბრალა და წინა ღამის “საქმე” გავაგრძელეთ....
...შხაპიდან რომ გამოვედი,გოგონა ფანჯარასთან იდგა ჩაფიქრებული და დარდიანებული,მინდოდა გამემხიარულებინა,მხარზე ვაკოცე და გალექსილად ვკითხე
–მოიწყინე,რად ხარ მარტო?!
 ჩემი გულის ოკუპანტო...
–შენ არც კი მიცნობ...
–არც შენ მიმცნობ!მერე,რას ელოდები გამეცანი...
–მე ქმარი მყავს...–დაბნეულობისგან “დავიკარგე” არ ვიცოდი რა მექნა და ხსნა პოეზიაში ვპოვე...
–”უხერხულია შენ გერქვას ცოლი–
 შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე,
 აჰა,დამბაჩა და სველი თოვლი!
 მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ!”
–ჭანტურია?!ყოჩაღ...
–აბა რა...
–სულელი ხარ მეტი არაფერი...
–ღალატი?!...
–არა,ერთად აღარ ვართ,უბრალოდ განქორწინებას არ მაძლევს!
–ანუ დე–იურე გყავს ქმარი,დე–ფაქტო არაა....
–ეგრე გამოდის... სიჩუმე ჩამოვარდა,ქმრის ისტორია არ მომეწონა და არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა...
–სად გყავს ქმარი?
–საზღვრებს მიღმა...
–საძოვრებზე? რომ ჩამოვა მოწველი...
–არა,ქმარი არ მარჩენს,და ის აქ არ ჩემოვა საერთო აღარაფერი გვაქვს... და ამ თემაზე აღარ ვილაპარაკოთ,უბრალოდ გითხარი რომ ქმარი მყავდა!ნახე რა ლამაზი მთვარეა!
–”რა ლამაზია ამ სოფლის მთვარე,
 ქმარი გაუშვი,მე შემიყვარე...”–ორივეს გაგვეცინა...
–შენ ხარ გიჟი!
–რატომ?
–ისე,ჩემმა ქმარმა რომ გაგვიგოს დაგვხოცავს!
–იმას ვინ ეკითხება შენ რას აკეთებ?! და საერთოდ– მალე იმის ცოლი აღარ იქნები,მე მოგიყვან ცოლად და შენი მეუღლე ხახა მშრალი დარჩება,ქორწილში დავპატიჟებ!
–რა დიდსულოვნებაა... წარმომიდგენია რა სკანდალს მოაწყობს...
–მერე მე რისთვის ვარ,რომ მოვა ვეტყვი:
“ჰეი,ვაჟკაცო,წაგებული ხარ,ჩაბარდი წარსულს,
ეხლავე გაქრი თორემ გაწამებ,გაგანადგურებ,აგართმევ მაგ სულს,
ხომ ხედავ უკვე ღარ უნდიხარ?!–დღეს მე ვზეიმობ,დღეს მე მიმართლებს,
წადი იარე დაკარგულ გზებზე,
დღეს ჩემი დღეა და მე მეკუთვნის ყველა ვარსკვლავი,
ეს მთვარეც,ეს მზეც...
შენ შენს გრძნობებში უმწეოდ ყვინთავ,
მე კი აქა ვარ და შენს სიყვარულს,ამ საზეიმო დღეს ცოლად ვირთავ!...”
–რითმა ცოტათი ურევს მაგრამ... წერა არ გიფიქრია?მგონი კრგად უნდა წერდე... მერე გამოაქვეყნებდი და აშენდებოდი0სიცილით მითხრა გოგონამ,
–და... ეს წერაა?!
მხოლოდ გავრითმე,
მშვიდად მივყევი სიტყვათ დინებას,
დავიბეჭდები და გამლანძღავენ
ო... რა გაუძლებს ამდენ გინებას...
გაეცინა,მერე გააფრთხილე გამოქვეყნების იდეა ჩემი არ იყოთქო... მაგრამ რა იცი იქნებ მოწონთ...
–აბა,კი მოწონთ... აღფრთოვანდებიან და მერე მკითხველი მკითხავს:
“–დიდო მწერალო,ვინ შთაგაგონათ...
ვინ მოგცათ მსგავსი კალიბრის ტყვია?
–მშვენიერია,ჩემი მუზაა...
და მას ქალღმერთის სახელი ქვია!...”
–კარგი გეყოფა ეხლა მაიმუნობა,მორჩი!–ხასიათი შეეცვალა,”მოიღრუბლა”...
–კარგი,დაწყნარდი,ნი იღრუბლები,
უკვე გაჩერდი,დავდე კალამი...
უკვე დაგნებდი,არ გამიბრაზდე,
ხალხო მომეცით თეთრი ალამი...
–ისევ... სულ ხუმრობის ხასიათზე ხარ?
–არა... სულ არა,ხანდახან მოვიწყენ ხოლმე...
–ეხლა უნდა წავიდე,თორემ ბებო ინერვიულებს...
–დაურეკე!
–დავურეკე მაგრამ მაინც!
–გაგაცილებ!
ჩავიცვით და ცოტა ხანში უკვე ბებოსთან მქონდა წარდგენა–უბრალო და კეთილი მოხუცი იყო,ანერვიულებული დაგვხვდა,ჩემდა გასაკვირად ნერვიულობის მიზეზი შვილიშვილი კი არა ძროხა იყო ,თურმე ხშირად არ მოდის სახლში ბოროტი ძროხა...
–ბებო მაგაზე ნუ ნერვიულობ,ან საერთოდ რად გინდა ძროხის ყოლა გამაგებინე...– გაუქყრა შვილიშვილი,
–ბებო დრეს რომ მოვა კომპასი შეაბი ძროხუნიას,იქნებ ვერ აგნებს ხოლმე,რა ქნას...– ჩავერთე საუბარში,ორივეს გაეცინა მაგრამ ქალბატონმა შვილიშვილმა თვალები შემომიბრიალა და ყავის დასალევად გამიწვია...
–საფერფლე შეიძლება?
–კი,–და საფერფლე გამოიტანა.
–არ მოწევ?!
–არა,მოწევა კლავს,კოლოფს არ უყურებ?
–სულ კაზინო იგებს მაგრამ მილიონობით ადამიან თამაშობს...
–კაზინოში ფულს აგებ,აქ ჯანმრტელობაზეა ლაპარაკი...
–ხო,ჯანმრთელობა უფრო ძვირფასია ერთის მხრივ მაგრამ ჩვენ ხშირად ვდებთ ჯანმრთელობას ფულის სამსხვერპლოზე...
–გეყოფა...
–ქმარი გიყვარს? ვეგარ მოვითმინე,ეს კითხვა გულს მიღრღნიდა...
–მიყვარდა!ეგ ჩემი პირველი და ბოლო სიყვარული იყო... შენ ბევრჯერ გყვარებია?
–ორჯერ...
–მეორე ვიცი,პირველი სიყვარული სად არის?
–საფრანგეთშია,გერმანელ შეყვარებულთან და პოლონელ და იტალიელ მეგობრებთან ერთად,სწავლობს,თან მუშაობს...
–მაგ პატარა ევრო კავშირში სენი ადგილი არ მოიძებნა?
–არა... მე სსრკ–გადმონაშთი ვარ–ვთქვი და შემთხვევით თვალებში ჩავხედე,ისიც მიყურებდა,თვალს ვერ ვაშორებდი,ძალა გამომეცალა,სიგარეტი საფერფლეში ჩავდე,გულზე დარდი შემომაწვა,სხეული დამიმძიმდა,მივხვდი რომ მიყვარდა,უკვე მესამედ ვიმეორებ ერთსა და იმავე შეცდომას მაგრამ თან მსიამოვნებს,მსიამოვნებს რომ მიყვარს და მჭირდება... თვალი ამარიდა და მითხრა:
–შენზე უფროსი რომ ვარ ხომ არ დაგავიწყდა?
–არა უფროსო... 3 წელი არაფერია,ჩემო ფერია...
გაიცინა–თეთრი ლექსები არ ამოგეწურა?
–არა... კიდევ მაქვს,გითხრა?!
–აბა,ამოაფრქვიე...
–მე მაქვს მიზანი... მიზანი შენ ხარ!
 ცისფერ თვალება ქერა მხევალი...
მე შენ გეკუთვნი,სულ მთლად შენი ვარ!
დამპყრობელი ხარ,მე ვარ – მძევალი...
–როლებში ხარ შეჭრილი,დაუბრუნდი რეალობას!
–მე მართლა მომწონხარ!რამდენიმე საათია გიცნობ,მაგრამ მინდა რომ ჩემი ცხოვრების,თუ... ჩემი “წიგნის” ყველა გვერდზე გიხილო,დაგელოდები რამდენსაც გინდა,იმედია იფიქრებ ამაზე!ეხლა კი უნდა წავიდე თორემ ბებო აგვიჯანყდება!–გავუღიმე გოგონას და დავემშვიდობე,მაკოცა,მინდოდა ეს კოცნა და ეს წამები არასდროს დასრულებულიყო მაგრამ ჩემს თავს შევუძახე – “მიწაზე დაეშვი მეგობარო,დრო ვის შეუჩერებია ფაუსტის გარდათქო?!”  და უკან გამოვბრუნდი... ნეტა რომეოც იმავეს გრძნობდა?!...
Read More...

Download This Template