მაშ ასე:
ადოლფ ჰიტლერი:
ამბობენ რომ ჩვენი ფიურერი და ნაციზმის მამიკო გადასახედებს თავს არიდებდა .
ადოლფ ჰიტლერთან დაკავშირებული საბუთების კვლევისას აღმოჩნდა რომ 1934 წელს,მაშინ როცა ის გერმანიის კანცლერი გახდა ის თავს არიდებდა 404,500 მილიონი გერმანული მარკის ოდენობის გადასახადებს(დღევანდელი 6.3მლნ აშშ. დოლარი). ჰიტლერისთვის საბედნიეროდ,კანცლერად არჩევის შემდეგ მას ეს ვალები „შეუნდეს“.
უინსტონ ჩერჩილი რასისტი იყო?!
ის მეტად პატივსაცემი პიროვნებაა,გენიალური ორატორი და სახელმწიფო მოღვაწე რომელიც BBC-ის მიერ 2002 წელს,ბრიტანეთის უდიდეს პიროვნებად იქნა დასახელებული,მაგრამ როგორც ამბობენ,ისევე როგორც ყველა მოკვდავს მასაც აღმოაჩნდა „ბნელი მხარეები“,მისი გამოთქმებიდან გამომდინარე ვარაუდობენ რომ ის რასისტი იყო... “არ მესმის ყოყმანის მიზეზი გაზის გამოყენების გამო,მე პირადად დაჟინებით მოვითხოვ მომწამლავი აირის გამოყენებას არაცივილიზებული ტომების წინააღმდეგ”–ეს განცხადება ჩერჩილს ეკუთვნის,გარდა ამისა მის მიერ წარმოთქმული ფრაზებია:“ოდესმა არჩევანის გაკეთება რომ დამჭირვებოდა კომუნიზმსა და ნაციზმს შორის,მე კომუნიზმს ავირჩევდი.“ ინდოეთი კი მისი სიტყვებით: – „ინდოეთი არის სნობებისა და მოსაწყენი ადამიანების უღმრთო ქვეყანა“.
ამ სტატიაში განდის ბინძური მოხუცი უწოდეს,რომელსაც თურმე ახალგაზრდა ქალებთან გართობა უყვარდა,ამ ქალთაგან ერთ–ერთი კი მისი ძმიშვილის ცოლი აღმოჩნდა... როცა მას სტენოგრაფისტმა რ.პ. პარასურამ შეუსწრო,განდიმ თავი იმართლა და თქვა,საწოლი იმიტომ გავუზიარე რომ მისი ძილის მდგომარეობის გამოსწორება მინდოდაო,პარასურა „აღშფოთდა“ და სამსახურიდან გაენთავისუფლა.
მარტინ ლუთერი ანტისემიტი ყოფილა...
1543 წელს–„On the Jews and Their Lies“ („ებრაელებისა და მათი ტყუილების შესახებ“)–ის წერს: „პირველ რიგში ცეცხლს უნდა მიეცეს მათი სინაგოგები თუ სკოლები და რაც არ დაიწვება,დაფლული და დაფარული უნდა იქნეს ჭუჭყით .
მეორე:ჩემი რჩევაა ძირფესვიანად დაინგრეს და განადგურდეს მათი სახლები.
მესამე:მათ უნდა წაერთვათ ლოცვანი და თალმუდის ნაწერები რომლებიც კერპტაყვანისმცემლურია და ტყუილებს,წყევლასა და ღვთისგმობას ასწავლის. „
და ეს მხოლოდ ნაწილია სტატიაში მოყვანილი მარტინ ლუთერის სიტყვებისა!
თომას ჯეფერსონი კი თეთრებისა და შავების მიერ საერთო შვილების ყოლის წინააღმდეგ ილაშქრებდა იმ მიზეზით რომ ამას დეგრადაციისკენ მივყავართ,მაშინ როცა თავად რამდენიმე შვილი ჰყავდა თავის ზანგ მონასთან – სალი ჰემინგთან,რომელიც ამავდროულად მისი ცოლის უკანონო დაც იყო...
ამ სტატიაში კიდევ შევხვდებით შემდეგ საინტერესო ფაკტებს:თურმე დიდი გენიოსი ეინშტეინიფილანდრერი ყოფილა,ენდრიუ ჯონსონს საპრეზიდენტო ფიცი მთვრალს დაუდია,ხოლო,რომის პაპ პიუს მეცხრეს კი ებრაელი ბავშვი მოუტაცია და კათოლიკედ აღუზრდია.
0 კომენტარი:
Post a Comment