Sep 11, 2010

0 ათი ყველაზე არა ორდინალური სასტუმრო


 

#1.„Ice Hotel“ იგივე "Hôtel de Glace"-
 არქიტექტურის საოცრებაა,ის კანადაში,კერძოდ კი კვებეკში მდებარეობს და მის შესაქმნელად ყოველ წელს თხუთმეტი ათასი კილოგრამი თოვლი და ყინული იხარჯება.


"Hotel De Glace"
აქ ყველაფერი:კედლები,კარი,სურათები,სანათები,საწოლები,სამშვენისები და ჭურჭელიც კი ყინულისაა,ამას დავუმატოთ სამლოცველო  და საგამოფენო დარბაზიც. თუ ამ სასტუმროს ეწვევით ძილი ირმის ტყავებსა და არქტიკულ საძილე ტომრებზე  მოგიწევთ,თუმცა ტემპერატურის 3 გრადუსზე მაღლა აწევის იმედი არ გქონდეთ... ნომრის ღირებულება ღამეში 175$–ია,მაგრამ სტუმრობა აპრილამდე უნდა მოასწროთ რადგან აპრილში სასტუმრო წყლად იქცევა!



#2.„Jules’ undersea lodge“ - კილარგო,ფლორიდა,ამერიკა– ეს სასტუმრო წყლის ქვეშ,7 მეტრის სიღრმეზეა, ამიტომ იქ მისასვლელად ჩაყვინთვა მოგიწევთ... 




თქვენს განკარგულებაში 2 საძინებელი ოთახი კონდიციონერით და ძალიან კომფორტული სასადილო ოთახი იქნება თავისი ბარით,სტერეო სისტემით,დიდი პლაზმური ტელევიზორით,მაგრამ მეეჭვება ფანჯარაში გახედვის შემდეგ ტელევიზორისთვის ვინმემ მოიცალოს...ნომრის ღირებულება 250$–დან 395$–მდეა.



#3.„Beckham Creek Cave Haven“–პართენონი,არკანზასი,ამერიკა.ეს არის მსოფლიოში ყველაზე კომფორტული... გამოქვებული!სასტუმრო ბუნებრივ გამოქვაბულშია მოთავსებული,ის ნამდვილი საოცრებაა,ნომრი კი სულ რაღაც 450$ დაგიჯდებათ!







#4."ლაიბოეს ჰოთელი"–მანჰეტენი,ნიუ–იორკი,ამერიკა. ეს უცნაური სასტუმროა,ინტელექტუალთათვის,აქ ყველა სართული კონკრეტულადაა განსაზღვრული ფილოსოფიის,ფიზიკისა და ქიმიის სფეროების მოყვარულთათვის.ნომერი 279–525$–ის ფარგლებში ღირს.

#5."Ariau Amazon Tower Hotel"–მანაუსი,ბრაზილია– ეს სასტუმრო თავის სტუმრებს ჟანგბადით გაჯერებულ ჰაერს სთავაზობს,აქ შეგხვდებათ ნომერი „ტარზან ჰაუსი“,ის მიწიდან 22 მეტრზე,ცოცხალ,წითელ ხეზეა გაშენებული.სასტუმროში შემოგთავაზებენ კანოით გასერინებას,პირანიებზე ნადირობას და მსგავს ეგზოტიკურ გართობის საშუალებებს.ნომერი 300$ დაგიჯდებათ.

#6."MarMara Antalia"–ანტალია,თურქეთი.ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სასტუმროა მაგრამ მისი 4 ნომერი სეციალურ სიბრტყეზეა მოთავსებული რომლებიც ნელა თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს,როგორც დედამიწა და ფანჯარაში პეიზაჟიც იცვლება. ნომრის ფასი 200$–ია.

#7."Quinta Real Zacatecas"–საქატეკასი,მექსიკა.აქ ადრე არენა იყო,“ადრე“ ანუ მეჩვიდმეტე საუკუნეში,აქ 49 ნომერია,ყველა ეგზოტიკური და უნიკალური,მათი ფასი კი 167$–დან 900$–მდეა.






#8."Jiraffe Manore"–ლანგადა,ნაირობი,კენია–ამ სასტუმროს ეზოში უამრავი ჟირაფი ბიანდრობს,შენობა ისეა აგებული რომ ჟირაფმა შეძლოს სასტუმროს ნომერში შემოგიყოთ თავიანთი გრძელი კისერი და სასადილო ოთახში თეფშიდან საჭმელი აგაცალოთ... აქ ნომერი 245 ან 360$ დაგიჯდებათ.

"Tea For Two"–საფრანგეთი,პარიზი. გამოირჩევა რეტრო–ფუტურისტული უნიკალური დიზაინითა და არქიტექტური.ის მხოლოდ წყვილებისთვისაა განკუთვნილი,ნომრების ფასი 333 და 444 ევროა.

"HydroPalace"-ჩინეთი,ცინდაო,–ეს პროექტი განხორციელების პროცესშია და სესაბამისად ჯერ არც ფასებია დადგენილი მაგრამ პროექტი საკმაოდ თამამია,ეს სასტუმრო შიგ ყვითელ ზღვაში დგას და სტუმარი იქ მისვლას მხოლოდ იახტის საშუალებით შეძლებს.

0 კომენტარი:

Post a Comment

Download This Template